“კინო სამყაროში” მორიგი კინოჩვენება გაიმართა. მოსწავლეებმა ერთად უყურეს ფილმს – “ახლა საით წავიდეთ”. კინოჩვენების შემდეგ ბავშვებმა მასწავლებლებთან ერთად გამართეს საინტერესო და ღირებული განხილვა: იფიქრეს ფილმის მთავარი თემების შესახებ, გააზიარეს საკუთარი ემოციები და დააფიქსირეს განსხვავებული ხედვები.











