Blog

ეროვნული სამოსის დღე სკოლა-სამყაროში

18 მაისს პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა!ეროვნული ღირებულებების დაცვა და თაობებისთვის გადაცემა ჩვენი უმთავრესი მისიაა. განსაკუთრებით გვახარებს ფაქტი-რომ ეს დღე სკოლა-სამყაროს ლამაზ ტრადიციად ყალიბდება დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს და განსაკუთრებით მშობლებს ჩართულობისთვის.

პროგრამის „ჩემი გზა“ ფარგლებში სტუმარი – სკოლის კურსდამთავრებულია

პროგრამის „ჩემი გზა“ ფარგლებში ჩვენს სკოლას ესტუმრა ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც საკუთარი შრომითა და მიზანდასახულობით წარმატებული კარიერა აიწყო და დღეს ესტონეთში ცხოვრობს და მუშაობს.მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მუხრანის საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელმა, რომელმაც პროცესის წარმართვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შეხვედრა გულწრფელი სრულად წაკითხვა …

„აზდაკის ბაღის“ სტუმრობა

ჩვენს სკოლაში გაიმართა შეხვედრა ინტეგრირებული თეატრის — „აზდაკის ბაღის“ წარმომადგენლებთან.ინტერაქტიულ ფორმატში მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მოისმინეს პირადი გამოცდილებები.ეს იყო კიდევ ერთი გამოცდილება, რომელმაც გააერთიანა შემოქმედება, ემოცია და აზრი — ის, რაც სკოლის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

პროფესიული თვითგამორკვევის შეხვედრები VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის

4 მარტს შედგა პროფესიული თვითგამორკვევის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პირველი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მონაწილეებისთვის სწორი თვითანალიზის ინსტრუმენტების გაცნობა და კარიერული დაგეგმვის საფუძვლების შესწავლა.ბავშვებმა გამოხატეს დიდი ინტერესი და მზაობა მომდევნო შეხვედრისა, რაც პროექტის აქტუალურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.