27 ნოემბერს ქალაქ კასპში ჩატარდა ღია ტურნირი კარატეში, სადაც პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ალექსანდრა ბერინაშვილმა 13 წლის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიაში, მოიპოვა პირველი საპრიზო ადგილი; ანი ბერინაშვილმა, 14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, მოიპოვა მეორე საპრიზო ადგილი. გიორგი ქერდიკაშვილმა 14 -15 წლის მსუბუქ წონაში დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი. მწვრთნელი ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელი როსტომ გელაშვილია.



