ჰაგიოგრაფიის ჟანრობრივი მახასიათებლები

28 ნოემბერს პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ჰაგიოგრაფიის ჟანრობრივი მახასიათებლები. ლექცია გაიმართა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის და მას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვი. ბატონმა ოქტაიმ მოსწავლეებს და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მირზა ფათალი ახუნდზადეს საკუთარი ქართული თარგმანები. ბატონმა ოქტაიმ მოსწავლეებს პირობა მისცა, რომ მსგავს შეხვედრას მომავალშიც გამართავს.