შეხვედრის ფარგლებში ევროპის უდიდესი სტუდენტურ-მოხალისეობრივი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლებმა – ESN Georgia-ს პრეზიდენტმა მარიამ დანგაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა თათია რუსიშვილმა სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გაუზიარეს ინფორმაცია ერასმუსის პროგრამის, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გაცვლითი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ცნობიერების ამაღლებას, რათა როგორც სასკოლო პერიოდში, ასევე სტუდენტობის პერიოდში, მათ მობილობისთვის საჭირო სააპლიკაციო პროცესის და შემდეგი ნაბიჯების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ.



