პატარა ქანდის საჯარო სკოლა შეუერთდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტს “კინო სკოლაში”; პროექტი შეიქმნა: საქართველო კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის – Georgian National Film Centre (საქართველო), ფონდის მილანის სინეტეკა – Fondazione Cineteca Italiana (იტალია), შემოქმედებითი სწავლების ცენტრის – The Film Space Ltd (დიდი ბრიტანეთი) და სერბეთის ეროვნული კინოარქივის-ЈУГОСЛОВЕНСКЕ КИНОТЕКЕ (სერბეთი) პარტნიორობით. პროექტში ჩართულ ოთხივე ქვეყანას აქვს განსხვავებული ენა, კულტურა და წარსული, ხოლო ის, რაც მათ აერთიანებს, არის ევროპული ღირებულებები და ისტორია. 21 დეკემბერს ქანდის სკოლაში გაიმართა პირველი კინოჩვენება და დისკუსია პროექტის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცენტრის კინოსპეციალისტი ქეთი ებიტაშვილი. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მოსწავლეებს აუმაღლოს ცნობიერება იმის შესახებ თუ როგორ ხდებოდა XX საუკუნის ისტორიის ასახვა ფილმოგრაფიაში. პირველი შეხვედრა დაეთმო ჩარლი ჩაპლინის ფილმს „ოქროს ციებ-ცხელება“ მომდევნო ეტაპზე კინოცენტრის სპეციალური საიტის მეშვეობით History-Film-History http://historyfilmhistory.com/ge პროექტში ჩართული მოსწავლეები მოისმენენ ონლაინ ლექციას XX საუკუნის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებზე.




