პროექტი „გაუზიარე ცოდნა“

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის სკოლაში დაიწყო პროექტის „გაუზიარე ცოდნა“ განხორციელება.

პროექტი მიზნად ისახავს პირობისეული ცოდნის ფუნქციური თვალსაზრისით გამოყენებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეები დეკლარატიულ და პროცედურულ ცოდნას გაუზიარებენ სასკოლო საზოგადოებას.

პროექტის ფარგლებში პირველმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა 7 თებერვალს. პირველი სპიკერი იყო ლამარა ქიშმარეიშვილი (მე-12 კლასი), რომელიც X-XI კლასელებს ესაუბრა ჰაგიოგრაფიის ჟანრობრივი მახასიათებლების შესახებ და მათთან ერთად განიხილა რამდენიმე ნაწარმოები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან.

პროექტის ფარგლებში უკვე დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა და უახლოეს მომავალში დაიწყება შესაბამისი მომზადება.