მედიაწიგნიერების კვირეული

სსიპ – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული გაიმართა; კვირეული დაიწყო საინფორმაციო შეხვედრით; ცნობიერების ამაღლების მიზნით კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა საერთო მინი ლექცია მედიაწიგნიერების შესახებ;

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეემა დაამუშავეს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო;

მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეების სამუშაო ჯგუფმა დაამზადა საინფორმაციო ფლაერები და პოსტერები მედიაწიგნიერების შესახებ. კარდაკარ აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა, სკოლის დირექციის წარმომადგენელმა და მასწავლებლებმა ეს ფლაერები და პოსტერები გაავრცელეს მოსახლეობაში, პატარა ქანდის თემში;

მედიაწიგნიერების კვირეულის ბოლოს სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა წევრებმა შექმნეს ერთი დიდი საერთო პოსტერი, მედიაწიგნიერების თემაზე, რომელიც გამოაკრეს სკოლის დერეფანში.

მედიაწიგნიერების კვირეული

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა მედიაწიგნიერების არსი და დაგეგმა მომდევნო დღის აქტივობა.

კვირეულის განმავლობაში აქტიურად იქნება ჩართული სასკოლო საზოგადოება და თემი.