მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ა(ა)იპ მცხეთის სასპორტო სკოლის 2023 წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. ჯილდო გადაეცა პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეს ალექსანდრა ბერინაშვილს, რომელიც გახლავთ საქართველოს ჩემპიონი კარატეში.
სპორტული წარმატებებისათვის, ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენები და მწვრთნელები, საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთისმუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე გიორგი ბაჯაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძემ დააჯილდოვეს.


