პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო კინოკლუბმა – “კინო სამყაროში”.
კინოკლუბის მიზნებია:
სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
კლასიკური ფილმების ნახვა და განხილვა;
მოსწავლეების გარკვევა კინოინდუსტრიაში;
კრიტიკული აზროვნების განვითარება;
ემპათიისა და სოციალური უნარების განვითარება;
შემოქმედებითი უნარების განვითარება;
სოციალური ჩართულობა და გუნდური მუშაობა;
მოსწავლეებმა ნახეს პიტერ უირის ფილმი “მკვდარი პოეტების საზოგადოება”, იმსჯელეს ეპოქის გამოწვევებზე; გენდერის, მასწავლებლისა და სკოლის, მშობლის ინსტიტუტზე, თავისუფალი აზროვნებისა და პიროვნული თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე.












