დღევანდელი დღე სკოლა-სამყაროში განსაკუთრებულად დაიწყო. ბავშვებს სკოლის სივრცეში დახვდათ განთავსებული ბანერები ილიას სიტყვებით, რომლებიც მუდამ შეახსენებს, თუ რას ნიშნავს ენა ჩვენი კულტურისთვის, ტრადიციებისთვისა და იდენტობისთვის, რომ მისი სიდიადის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. გილოცავთ დედა ენის დღეს!
მადლობა იდეის ავტორს, რომელიც ყოველთვის ბავშვებისა და სკოლის განვითარების სადარაჯოზე დგას !


