,,გალაკტიონი 130″

   

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მე-11 კლასელებმა გამართეს. ღონისძიება  ,,გალაკტიონი 130″  აერთიანებდა პოეტის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, სიყვარულსა და მოგონებებს, რომლებიც უფრო ახლოს გვაცნობდნენ გალაკტიონს. 

  ,, გალაკტიონი სულ იყო. ის წარსულიდან კი არ ამოიზარდა ჩვენთვის სხვა ტიტანებივით, არამედ ჩვენ გვერდით ცხოვრობდა, ჩვენთან ერთად, და, შეიძლება ამის გამოც, მისი ზემოქმედება შეუმჩნეველი რჩებოდა დიდი ხნის მანძილზე. ის ჰაერივით შემოდიოდა ჩვენს ცხოვრებაში, ჰაერივით, რომელსაც ვერ ამჩნევ, ვერც გრძნობ, მაგრამ ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია…”                                                                                             

   ოთარ ჭილაძე