პატარა ქანდის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივითა და დირექციის ხელშეწყობით სკოლაში მოეწყო უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია ,,ბავშვები ბავშვებისათვის“.
აქციის ფარგლებში შეგროვდა თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთები, ასევე, საკვები პროდუქტი. აქციის მონაწილეებმა ამ ქმედებით თანადგომა გამოხატეს უკრაინელი თანატოლების მიმართ.




