სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. გადმოცემით, ის დაარსდა 1927 წელს მუხრანბატონის ერთ-ერთი მემკვიდრის ყოფილ შენობაში და მოიცავდა დაწყებით საფეხურს(I-IV კლ.).
1967 წლიდან სკოლა საბაზო საფეხურისაა.
2019 წლიდან ვაჟა უსანეთაშვილის მეცენატობით დაიწყო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია და ახალი ფლიგელის მიშენება. შესაბამისად, დღეს სკოლას აქვს კეთილმოწყობილი კლასები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სააქტო დარბაზი, სამედიცინო კაბინეტი, სპორტული მოედანი, ღია საკლასო სივრცე, მრავალფეროვანი რეკრეაციული ზონა, ზოოკუთხე, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა.
საშუალო საფეხურის დამატების მიზნით 2021 წლიდან სკოლა გადის ავტორიზაციის პროცესს.