მხატვრები სკოლაში

პატარა ქანდის საჯარო სკოლას ეწვივნენ სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტები, მხატვრები, ხვიჩა წენგუაშვილი და საბა მერებაშვილი. სტუმრებმა II-V კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს მასტერკლასი ხატვაში საახალწლო თემატიკაზე; შეხვედრის განმავლობაში შეიქმნა საერთო ნამუშევარი “სიცოცხლის ხე”; სახატავ მასალად გამოიყენეს მრავალფეროვანი რესურსი და შერეული ტექნიკა. მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შეხვედრა საოცრად აქტიურად წარიმართა.