პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ SANGU-ში მიმდინარე პროექტს „აღმოაჩინე შენი პროფესია“

23 მარტს, საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გაიმართა ვორქშოფი თემაზე: „გაეროს მოდელირება“, რომელიც წარმართა კონფლიქტოლოგმა თამარ თოლორდავამ. ვორქშოფის მსვლელობის დროს შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიმდინარე აქტუალური პროცესის მოდელირებაში მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და SANGU-ს ბრენდირებული საჩუქრები.