სკოლა სამყაროს პირველი ოქროს მედალი

გვინდა სიხარულუთ გამცნოთ, რომ სკოლის უახლეს ისტორიაში, საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის პირველი ოქროს მედალოსანი მოსწავლე – ეკატერინე სარიშვილი დავაჯილდოვეთ.

შრომა, ცოდნისადმი სიყვარული და დაუღალავი მონდომება განსაკუთრებულად დაფასდა და ყველასთვის ნათელი მაგალითი გახდა. ეკატერინეს წარმატება მიულოცა და განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა ბატონმა ვაჟა უსანეთაშვილმა.

ეს დღე მოტივაცია იქნება სკოლის კიდევ ბევრი მოსწავლისთვის და გვწამს, რომ ყველა მათგანი შრომისა და ცოდნის მოყვარულთაგან, გახდება ამ ჯილდოს ღირსეული კანდიდატი.

მომავალში კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ვუსურვებთ ეკატერინეს, ჩვენ გვჯერა, რომ მისი ნიჭი და ძალისხმევა აუცილებლად იქნება შემდგომი წარმატებების საწინდარი!

ეკატერინე, შენი სკოლა ამაყობს შენით და ყოველთვის გიგულშემატკივრებს!