სტუმრად მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში

სსიპ – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები თიანეთში მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სწორედ ამ ზღაპრულ გარემოში გაიმართა შემოქმედებითი წერის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება სპეციალური სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.

დაჯილდოების ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი “სამყარო”;

პროექტის მხარდამჭერია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა და “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი მცხეთა-მთიანეთში“