ქალაქ მცხეთაში გამართული სპორტულ-ინტელექტუალური ვიქტორინა

ქალაქ მცხეთაში გაიმართა სპორტულ-ინტელექტუალური ვიქტორინა სხვადასხვა სპორტის სახეობის გუნდებს შორის. პირველი ადგილი დაიკავა პატარა ქანდის კარატისტთა გუნდმა: ანი ბერინაშვილი, გიორგი ქერდიკაშვილი, საბა მანქანაშვილი, გიორგი კალატოზიშვილი (მწვრთნელი როსტომ გელაშვილი).

ვიქტორინის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ანი ბერინაშვილი, რომელიც დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით.