ქართული ენის დღე – 14 აპრილი

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები, და შეასრულეს სიმღერები. ამ ღონისძიებაზე შედგა ორი სიმღერის პრემიერა, რომელიც ქართულ ენას მიეძღვნა.