პატარა ქანდის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება და შექმნილი პროდუქტები წარმოადგინეს მცირე აუდიტორიის წინაშე. შეხვედრას ესწრებოდნენ V და VIII კლასელები. მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დამატებითი შეკითხვები დაესვათ მეექვსე კლასელებისთვის და წარმოედგინათ პირადი შთაბეჭდილება წერილების შესახებ.







