პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – როგორ ავირჩიოთ პროფესია? მომხსენებელმა ისაუბრა პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელ ფაქტორებსა და რისკებზე;
შეხვედრას ესწრებოდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები და სტუმართან ერთად აქტიურად განიხილავდნენ მნიშვნელოვან საკითხებს თემის ირგვლივ.
ლექციას უძღვებოდა ფსიქოლოგიის დოქტორი,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
ლამარა სუხიტაშვილი


