ქანდის საჯარო სკოლა საშობაო ზღაპარში!

ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ არაფორმალური განათლების მიღებას.

V კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერის პრემიერაზე. აღფრთოვანებულმა მოსწავლეებმა ემოციებით დატოვეს დარბაზი და დაგეგმეს მომდევნო აქტივობა. ორშაბათს ისინი წარმოადგენენ საკუთარ, წერილობით, შთაბეჭდილებას სპექტაკლთან დაკავშირებით. V კლასელებმა დაგეგმეს, რომ პრეზენტაციაზე მოიწვიონ სხვა კლასის მოსწავლეებიც და მათ გაუზიარონ საშობაო სიმღერის ემოციები.