პატარა ქანდის საჯარო სკოლა ჩართულია ეკოსკოლების პროგრამაში „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“. პროექტის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა განახორციელეს ვიზიტი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. პატარა ქანდის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გაეცნენ მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მიმდინარე კვლევებს, მათ შორის მწერებთან ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდს.
მოსწავლეები უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიებში სამუშაო პროცესს დაესწრნენ და სპეციალისტებისგან მცენარეთა მავნე ორგანიზმების კვლევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრის დროს, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ როგორც მცენარეთა დაავადებების ასევე მავნე ორგანიზმების კვლევების შესახებ.

#ლაბორატორია2023
#პატარაქანდა
#დედამიწისდღე


