სკოლის წარმატებული მოსწავლე

პატარა ქანდის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს, ეკა სარიშვილს, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გადასცა პორტაბელური კომპიუტერი (ლეპტოპი). პატარა ქანდის საჯარო სკოლა წინსვლასა და წარმატებას უსურვებს ჩვენს საამაყო მოსწავლეს.