ახალი სასწავლო წელი პატარა ქანდის საჯარო სკოლაში

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში 2022-23 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა! გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და აღიმართა დროშა. წარჩინებულ , წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის საპატიო სტუმარი, ,,ლილო მოლის” გენერალური დირექტორი, გია კვარაცხელია. მან, ,,ლილო მოლის” სახელით, თითოეულ პირველკლასელს საჩუქრად გადასცა ჩანთა და სხვა სასკოლო ნივთები.

ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!