პატარა ქანდის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია გოგიჩაიშვილმა, პრეზენტაციული და ისტ-ის უნარების გაუმჯობესების მიზნით, გამართა მორიგი არაფორმარული შეხვედრა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. მათ ისაუბრეს 21-ე საუკუნის სხვა საჭირო უნარებზეც, მიმოიხილეს საპრეზენტაციო პროგრამა Ms. Microsoft Power Point-ის ინსტრუმენტები. მოსწავლეებმა აგრეთვე მოისმინეს თანატოლების პოზიტიური გამოცდილება.
სკოლა მომავალშიც გეგმავს საკუთარი მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული საინტერესო აქტივობების განხორციელებას.




