პატარა ქანდის საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტ ანი პაპაშვილთან.
ანი საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ესაუბრა პროფესიული ორიენტაციის საკითხებზე, არაფორმალურ განათლებასა და გაცვლით პროგრამებზე.
შეხვედრაზე მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია განხილულ თემებზე.
მოსწავლეებმა იმსჯელეს რის მიხედვით შეიძლება აირჩიოს პროფესია ადამიანმა და რა არის გასათვალისწინებელი ცხოვრების ამ ეტაპზე. ანი პაპაშვილი პატარა ქანდის საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლეა და მომავალშიც გეგმავს სკოლაში ვიზიტს, მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე.




