სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ იკითხონ მხატვრული ლიტერატურა, იმუშაონ სასკოლო პროექტებზე, მოაწყონ დისკუსიები მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ საკლასო აქტივობები, უყურონ ფილმებს.
ბიბლიოთეკის შესასვლელში მოსწავლეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, სამუშაო საათებს და ასე დაგეგმონ აქტივობები.



