ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეული

“UNITE! Activism to end violence against women and girls”.

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლა უერთდება როგორც 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, ასევე აღნიშნავს სკოლაში ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო  დღეს.

დაიწყო პროექტის იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებში მე-8, მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო ფილმის – „Billy Elliot“ ჩვენება, მნიშვნელოვანი თემების გამოყოფა და განხილვა.

2022 წლის საერთაშორისო დღე ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ სკოლაში, ხაზს უსვამს მასწავლებლების მნიშვნელოვან როლს სკოლის ყველა მოსწავლისთვის უსაფრთხო სივრცედ გადააქცევის საქმეში.

ამ დღეს იუნესკოს სურს შეახსენოს ბულინგის ყველა მსხვერპლს, რომ ისინი მარტო არ არიან. მთელი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს მათ და გვერდში უდგას. დროა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ამ გლობალურ უბედურებას.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის (კამპანიის) 16 დღე არის ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია, რომელიც იწყება 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და გრძელდება 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დღეს. იგი მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად. აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, რომლებსაც ერთი საერთო მიზანი აქვს: დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ მსოფლიოში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის წლევანდელი 16 დღიანი გლობალური თემა არის

„გაერთიანდით! აქტივიზმი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“.

“UNITE! Activism to end violence against women and girls”.