“იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო”!

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ საერთო სლოგანის გარშემო “იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო”! და შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს.

ბავშვებმა თავიანთი საყვარელი წიგნებიდან მიღებული ემოციები გაუზიარეს ერთმანეთს, რითაც აიმაღლეს თვითგამოხატვის უნარი და წიგნების სიყვარული, აჩვენეს, რომ სიტყვებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო.