სტუმრად სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიულ კოლეჯში

პროფესიული თვითგამორკვევა არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი აანალიზებს საკუთარ თავს, ინტერესებს, უნარებსა და ღირებულებებს, რათა შეარჩიოს მისთვის შესაფერისი პროფესია. მოსწავლეთა ცხოვრებაში ამ ეტაპის გასამარტივებლად სკოლა-სამყაროს მოსწავლეებმა წამოიწყეს პროექტი- “პროფესიული თვითგამორკვევა.

პროექტის ფარგლებში ეწვივნენ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიულ კოლეჯს, დეტალური ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში არსებულ პროგრამებზე და დაათვალიერეს კოლეჯის შიდა და გარე სივრცეები.

სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიულ კოლეჯს საინტერესო მასპინძლობისთვის.