კონკურსი ,,ვწერ თავისუფალ თემას”

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში – „ვწერ თავისუფალ თემას“. კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა.

კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით, მრავალი წელია ტარდება. ხოლო 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია – „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ“. კონკურსის მხარდამჭერები არიან:

🔹 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

🔹 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

🔹 საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია

🔹 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

🔹 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაცია

🔸 კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი – საქართველოს პირველი არხი.

🔹 კონკურსის ფინალური ტური ჩატარდება 2023 წლის 27 მაისს, 12:00 საათზე.