სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ დუშეთში გამართულ 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩემპიონატში კარატეში.
ტურნირს ყოველწლიურად ხელმძღვანელობს დუშეთის სასპორტო სკოლა.
ტურნირის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტსმენების მოტივაციის ამაღლება.
პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს სულ 14 მედალი, აქედან 7 ოქრო და 7 ვერცხლი. მედლების საერთო რაოდენობის მიხედვით პატარა ქანდის სკოლა გავიდა პირველ ადგილზე და მოსწავლეებს გადაეცათ სპეციალური თასი.
შეგახსენებთ, რომ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში 2017 წლიდან ფუნქციონირებს საბრძოლო ხელოვნების (კარატე) შემსწავლელი წრე.
