სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლემ გიორგი სალბიშვილმა ტელესკოლის ონლაინ ოლიმპიადაში მოიპოვა მეოთხე საპრიზო ადგილი. სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მასწავლებლები ვულოცავთ გიორგი სალბიშვილს ამ უდიდეს წარმატებას!
წინ მომავალი გამარჯვებისკენ!
უდიდეს მადლობას ვუხდით პირველი არხის ტელესკოლის გუნდს, იდეის ავტორებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მსგავსი პროექტების განხორციელებისათვის!








