სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამუშაო შეხვედრაზე. შეგახსენებთ, რომ ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა საბიბლიოთეკო კულტურაზე დაკვირვებას, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზების და წიგნადი ფონდების დათვალიერებას.
პროექტს ახორციელებენ პატარა ქანდის საჯარო სკოლის თვითმმართველობის და სამკითხველო კლუბის წევრები ერთობლივად. პროექტის მხარდამჭერები არიან USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program #PH საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia.
პროექტის მიმდინარეობას და სხვა სიახლეებს თვალი ადევნეთ სკოლის facebook და web გვერდებზე https://patarakanda.ge











