პატარა ქანდის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში ეწვივნენ კახეთს, თელავის მუნიციპალიტეტს. მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მოისმინეს მისი ბიოგრაფია და დაათვალიერეს კინოთეკა, რომელშიც ინახება საქართველოში ევროპული წესით პირველად დაყენებული ღვინო. მოილოცეს ძველი და ახალი შუამთა, მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მისი შვილის განსასვენებელი, მოისმინეს ტაძრების აშენების ისტორია.
ზემოაღნიშნული გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო რომანტიკოსი მწერლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გაცნობა. მსგავსი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს ინტელექტუალური, სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაში. მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ როგორც სასწავლო პროცესში, ასევე-პრაქტიკაში.














