28 მაისს გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს პატარა ქანდის საჯარო სკოლასა და ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს შორის.
მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა და განხორციელება. ასევე, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, სულიერი და მატერიალური ფასეულობების შენახვა და დაცვა, საზოგადოებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო საქმიანობა.
მემორანდუმის თანახმად , მუზეუმი მზადაა, თავისი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი გაუზიაროს სკოლას.
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ანდრო ბედუკაძემ, სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა.
ღონისძიების ფარგლებში ბატონი ანდრო მოსწავლეებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.





