პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის, მეგი ბიჭიაშვილის, ხელმძღვანელობითა და მე-8 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი „შუა საუკუნეების ზღაპარი“.
თეატრალური წარმოდგენის მიზანი იყო მოსწავლეებში შუა საუკუნეების საზოგადოების წეს-ჩვეულებებისა და ღირებულებების უკეთ გაცნობიერება და მათი თანამედროვე ყოფასთან შედარება.














