შეხვედრაზე პირველი კლასის ხელმძღვანელმა მშობლებს გააცნო სკოლის მისია, ძირითადი კონცეფცია და მომავალი წლის სასწავლო პროგრამა. სკოლის დირექციამ მშობლებს წარმოუდგინა სასწავლო პროექტები, რომელთა განხორციელებაც ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება.
შეხვედრაზე მოწვეულმა მშობლებმა დასვეს კითხვები მათთვის საყურადღებო თემებზე და გამოთქვეს მოსაზრებები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით;
პარალელურად მოსწავლეებს ჩაუტარდათ სკოლის ექსკურსია და გაცნობითი ხასიათის აქტივობები.










