სკოლა-სამყაროში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საზეიმო ვითარებაში, ცოცხლად შესრულებული ჰიმნის ფონზე აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. ღონისძიებას ესწრებოდა მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ფარნაოზ იორდანიშვილი, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება.პირველ კლასელ მოსწავლეებს კი, ტრადიციულად, სკოლის შემომწირველის ბატონი ვაჟა უსანეთაშვილის სახელით საჩუქრად გადაეცათ სასკოლო ჩანთები და სასწავლო ნივთები.

ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური და საცეკვაო ელემენტებით, ყველაზე პატარა სამყაროელებმა კი საგანგებოდ მომზადებული ლექსები წაიკითხეს. გილოცავთ!

გასაოცარ თავგადასავალს გისურვებთ!