სსიპ – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლამ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში პედაგოგების ჩართულობით 7 ივლისს დაასრულა სასკოლო სასწავლო გეგმებზე (კურიკულუმზე) მუშაობა. მუშაობის პროცესს აკვირდებოდნენ საგნის ექსპერტები, რომელსაც კოორდინირებას უწევდა ქალბატონი სალომე ნემსიწვერიძე.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლა განახლებული სასკოლო სასწავლო გეგმით შეუდგება მუშაობას. ერთ-ერთი სიახლე სწავლის პროცესში კომპლექსური დავალებების დანერგვაა, რაც მოსწავლის უნარების გაძლიერების ხელშემწყობია.

