
სსიპ – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია გაიარა.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის მოსწავლეები სრული ზოგადი განათლების მიღებას შეძლებენ.
სოფლის მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მოხარულნი არიან, რომ სკოლის სპონსორის, ბატონი ვაჟა უსანეთაშვილის ძალისხმევით აღნიშნული ისტორიული ფაქტის მონაწილენი გახდნენ.