პატარა ქანდის საჯარო სკოლაში იგეგმება ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩასატარებელი პროექტი. პროექტისათვის მოსამზადებლად მასწავლებლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ესგ-თი განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. პრეზენტატორებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ რას მოიცავს თითოეული მათგანი. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ფარული კენჭისყრით გამოავლინეს მათთვის საინტერესო მიმართულება.







