პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გაიმართა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა შემეცნებითი ღონისძიება „დედამიწა ჩვენი სახლია“. ამასთანავე, ნარგავებით განახლდა სკოლის მწვანე საფარი. კვირეულში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა.












