სკოლა – სამყაროში თავგადასავლებით სავსე ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ჩვენს სკოლაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის შემომწირველი ბატონი ვაჟა უსანეთაშვილი და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი სიმონ ნოზაძე. ბატონმა სიმონმა დასამახსოვრებელი გახადა სკოლა-სამყაროს პირველი სასწავლო დღე და ბატონი ვაჟას სახელით პირველკლასელები დაასაჩუქრა ჩანთებითა და სასკოლო ნივთებით.

სკოლა-სამყარო ყველას – მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ულოცავს ახალ სასწავლო წელს, უსურვებს მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ წელიწადს.