სკოლა- სამყაროში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნებში მონაწილეობდნენ მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომელთაც თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიეს მოსწავლეთა თვითმმართველობა. საგულისხმოა, რომ სკოლა- სამყაროში ბავშვები დემოკრატიული ღირებულებებით იზრდებიან, შესაბამისად, მოსწავლეები თვითმმართველობის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ.
სკოლა-სამყარო მადლობას უხდის მცხეთის საარჩევნო ოლქს, საარჩევნო ინვენტარით უზრუნველყოფისთვის.









