პატარა ქანდის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს. სკოლასა და მუზეუმს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მუზეუმმა უსასყიდლოდ უმასპინძლა მოსწავლეებს.
მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოინახულეს წმ.ილია მართლის ტაძარი საგურამოში და შიომღვიმის მონასტერი.
გასვლითი ღონისძიება ძირითადად ორიენტირებული იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებაზე.






