8 ოქტომბერს პატარა ქანდის საჯარო სკოლის II-III კლასის მოსწავლეები ეწვივნენ იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმს ვარიანში. დიდი ინტერესით მოისმინეს მწერლის ბიოგრაფია და დაათვალიერეს მისი ნივთები.
მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს გორის ციხე, ატენის დედათა მონასტერი, სამთავისის ეკლესია. გასვლითი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი თითოეული მოსწავლისთვის.





