სტუმრად სპარინგ სემინარზე

კვირას, 8 მაისს, კარატეში ორ გზის მსოფლიო ჩემპიონმა და კარატეს ფედერაციაში (WKF) მსოფლიო რეიტინგით ნომერ პირველმა გოგიტა არქანიამ, ქალაქ მცხეთაში,  ჩაატარა სპარინგ სემინარი, რომლის ფარგლებშიც თავისი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა ახალგაზრდა სპორტსმენებს. სემინარს ესწრებოდნენ სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ილია ხულელიძე და ნიკა ყალიონაშვილი, ასევე მათი მწვრთნელი და ამავე დროს სპორტის მასწავლებელი როსტომ გელაშვილი